ევროგილის რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას საკმაოდ გაუჭირდა ვირტუს ბოლონიას.
სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილ გუნდს ზედიზედ 4 მატჩი ქონდა წაგებული და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფებოდა(ბალანსი 4/8_.
მე-13 ტურში ბოლონიური გუნდი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა ალბას და ფავორიტადაც მიიჩნეოდა.
იტალიელმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი გადანაცვლება განახორციელა – ამერიკელი სემი ოჯელეიეს ნაცვლად მატჩი პირველივე წუთებიდან თორნიკე შენგელიამ დაიწყო.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა ანგარიშში დიდი უპირატესობის მოპოვებას. მწირქულიანი მეოთხედი მაინც მასპინძლებმა მოიგეს 18:15.
მეორე პერიოდში “ვირტუსი” მეტოქეს “გაექცა” – კაილ ვიმსის და დენი ჰეკეტის ზუსტი სროლების ფონზე იტალიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 11 ქულიანი სხვაობით მოიგო 40:29.
მეორე ტაიმში თამაში “გაიხსნა” – ორივე გუნდ შეტევაში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე დაცვაში.
მაღალ ტემპში მიმდინარე მატჩში თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა თორნიკე შენგელია. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე “თოკოს” მორიგი შესვლა 3 წამიან ზონაში “ენდ ვანით” დასრულდა, რამაც ვირტუსს 11 ქულიანი ჰანდიკაპი მოუტანა, ხოლო ალბა ფსიქოლოგიურად გატყდა.
მატჩის უკანასკნელ წამებზე შენგელიამ შესანიშნავი პასით სრულიად მარტო დატოვა პერიმეტრზე მილოშ ტეოდოსიჩი. სერბმა სნაიპერმა ვერ ჩააგდო და საფინალო სირენის ხმაც გაისმა 85-76.