საქართველოს ნაკრებისა და ბიარიცის მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის მე-15 ტურში ლელო გაიტანა. ჯალაღონიას ბასკური გუნდი სტუმრად ეთამაშა ბეზიეს და 12:17 დამარცხდა.
ჯალაღონიამ, რომელმაც სრულად ითამაშა 65-ე წუთზე ლელო გაიტანა. ეს მიმდინარე გათამაშებაში მის მიერ გატანილი მეორე ლელოა. მის გარდა მატჩში მონაწილეობა კიდევ ორმა ქართველმა მიიღო. ლუკა ჭელიძე ბასკების შემადგენლობაში 66-ე წუთიდან გამოჩნდა. გიორგი ახალაძე კი, ბეზიეს ღირსებას იცავს და შეცვლაზე 58-ე წუთიდან შევიდა.
ბიარიცს ახლა 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ბეზიე კი, 31 ქულით მეათეა.