დებიუტიც ასეთი უნდა. საქართველოს ნაკრებისა და ბასკური ბიარიცის მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ბიარიცმა შინ დაამარცხა ბორდო – 27:15. ამ მატჩში საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში ჯალაღონიას დებიუტი შედგა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
ჯალაღონიასგან განსხვავებით ტურის სიმბოლური ნაკრები უცხო არ არის საქართველოს ნაკრებისა და ტულონი შერკინების ბურჯ ბექა გიგაშვილისთვის. ტულონმა შინ ფრედ ითამაშა მონპელიესთან – 24:24. გიგაშვილი ტულონელებს შორის საუკეთესო იყო.
თორნიკე ჯალაღონია და ბექა გიგაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში
