სოც. ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ილია თოფურია, თავის დარბაზში, ცნობილ ესპანელ იუმორისტს, ელ სეხას ერთი დარტყმით თიშავს. ვიდეოში ჩანს, როგორ ეჭიმება სეხა თოფურიას, თოფურიაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარჯვენა დარტყმით აგდებს მას. ვიდეოს თავად კომიკოსი ავრცელებს შემდეგი წარწერით: “კიდევ კარგი მეც არ დაგარტყი, დიდი მადლობა ძმაო. მადლობა დარბაზს კოლაბორაციისთვის”. ვიდეოზე დადებითი კომენტარი თავად ილია თოფურიამაც დატოვა. როგორც ჩანს, ეს მეგობრული და კოლაბორაციული ვიდეო იყო, სავარაუდოდ იუმორისტის მორიგი პროექტისთვის.