თოფურიას წონის კლების კადრები ქართული მუსიკისა და ლექსის ფონზე [VIDEO]

UFC 270-ზე გასამართ ორთაბრძოლას, დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, ჯანრმთელობის პრობლემების გამო გამოეთიშა. აწონვების დღეს, კლების პროცესში, კალიფორნიის სპორტულმა კომისიამ ილიას წონის კლების შეწყვეტა და პროცესში სამედიცინო ჩარევა მოსთხოვა. სწორედ ამიტომ, ილიას ბრძოლა კანადელ ჩარლზ ჟორდენის წინააღმდეგ ჩაიშალა.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ილიას წონის კლების კადრები, სადაც ჩანს, რომ დაუმარცხებელი მებრძოლი ქართული მუსიკისა და ლადო ასათიანის ლექსის ფონზე გადის წონის კლების ურთულეს პროცესს. ვიდეომასალას Setanta Sports-ი ავრცელებს.

Leave a comment

Your email address will not be published.