23 იანვარს, UFC 270-ის ფარგლებში ერთმანეთს ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ილიას მეტოქე, მის მსგავსად დაუმარცხებელია – 27 წლის ინგუშ მებრძოლს 15 გამარჯვება აქვს.
ილია ამჟამად მოსამზადებელ პერიოდს მის საცხოვრებელ ქალაქში, ალიკანტეში გადის. მომზადებაში დასახმარებლად ესპანეთში UFC-ს ქართველი მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და გურამ ქუთათელაძეც ჩავიდნენ. მათ პირველი საერთო ვარჯიში დღეს ჩაატარეს.