“თრეშ-თოქი გიგას UFC-მ მოსთხოვა” – ზაზა ჭიკაძე

UFC Vegas 46-ზე, გიგა ჭიკაძის მარცხს კელვინ კატარის წინააღმდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც UFC-ს მებრძოლებისგან, ასევე ქართველი გულშემატკივრებისგანაც. ქართველი ნინძას ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, გიგას მამა, ზაზა ჭიკაძეც გამოეხმაურა. მან ბრძოლის ტექნიკური ანალიზიც გააკეთა და სხვადასხვა გარემოებებზეც ვრცლად ისაუბრა ფეისბუქ პოსტის სახით.

“მებრძოლი მით მეტად ფასობს რაც მეტი ფანი ყავს და მეტი მაყურებელი. ყველა მებრძოლი ცდილობს ბრძოლოდან ხაზს ვუსვამ ბრძოლამდე, რაც შეიძლება მეტი შემოსავლი მიიღოს. ბიზნესის კუთხით თუ მიუდგებით მებრძოლი ქმნის პროდუქტს და ცდილობს გაყიდოს რაც შეიძლება მეტად თავისი შექმნილი პროდუქტი, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს. ესაა მათი ამოცანა! ჟარგონულად გეტყვით მებრძოლი ტეხავს ჰაი-პაის , ამას იტაცებს მედია, სოც ქსელები და შედეგად ვიღებთ მაყურებლისთვის საინტერესო საღამოს. ამას ქვია თრეშ-თოქი რის გაკეთებაც გიგას და გიგას მენეჟმენტს მოსთხოვა UFC -ს მამებმა. ამდენს იმიტომ ვწერ რომ მივახვედრო დამწყები გულშემატკივარი ვისთვისაც გიგას ასეთი ქმედება რასაც თრეშ-თოქი ქვია მიუღებელია. “

“რაც შეეხება სოც ქსელებიში გიგას ქმედებებს უმეტესი ნაწილი გიგას მენეჯმენტის დაწერილია და ბევრი ხვდება რომ ეს ნაწილი გიგას ხელწერა არაა! დგეს ვუსმინე კაკის და გიგა კუხალაშვილის პოტკასტს ,,მტკივნეული შოუ ,, იუთუბზე და ბიჭებს საკმაოდ დახვეწილად და პროფესიონალურად მიყავთ გადაცემები და სწორ ანალიზს აკეთებენ . დამწყებ გულშემატკივრებს ურჩევ თვალი ადევნონ ამ გადაცემას სადაც ხშირად არიან მოწვეული სტუმრებიც ვინც სწორ ანალიზს აკეთებენ. “

” რაც შეეხება ბრძოლას მოხდა ის რაც მოხდა. სამწუხაროდ დავმარცხდით, რასაც ბრვრი გაუმართლებელი და გასამართლებული მიზეზი აქვს.დავიწყოთ იქიდან , რომ გიგას სწორი სტრატეგიით და ტაქტიკით კატარის დამარცხება შეეძლო, თუმცა მისმა მცდელობამ დაემარცხებინა კატარი საწყის რაუნდებში უშედეგო აღმოჩნდა. აქ ვთვლი ერთ ერთი მიზეზი კატარის სათანადოდ არ შეფასებაა. თუმცა კელვინის ასეთ დაბრუნებას არც არავინ ელოდა. ის რომ კატარი დაიწყებდა პრესინგს და ჭიდაობას ესეც ვიცოდით, იმასაც ველოდით , რომ გიგას დგომის ყოველ შეცვლაზე კატარიც შეცვლიდა დგომს რათა ღვიძლი დაემალა რასაც აკეთებდა კიდეც, პირველ რაუნდებში რომ მაქსიმალურად ეცდებოდა გიგას დაგლას და ბოლო საჩემპიონო რაუნდებში დაიწყებდა მომატებას ეგეც ვიცოდით. ფაქტიურად ყველაფერი ვიცოდით რისი გაკეთებაცშეეძლო და გააკეთა კიდეც! ერთადერთი რაც ვერ გავთვალეთ იყო იდაყვები რაც ბრწყინვალედ გამოიყენა კიდეც!”

იხილეთ სრული პოსტი:

Leave a comment

Your email address will not be published.