თურქეთის ნაკრებს გერმანელი გაწვრთნის

თურქეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს: გერმანელი შტეფან კუნცი. 58 წლის გერმანელმა შენოლ გიუნეში შეცვალა… თურქებმა ევრო-2020 ცუდად ჩაატარეს და სექტემბრის მატჩებიც ცუდი გამოუვიდათ: ნიდერლანდებთან 1:6…

კუნცს რაც შეეხება, გერმანიის ნაკრების ფორვარდი იყო და ევროპის ჩემპიონიც გახდა 1996 წელს.

კუნც-მწვრთნელს რაც შეეხება, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებს წლეულს ევროპის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

თურქები ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურასაც განიხილავდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *