გასულ უიქენდზე, UFC 270-ის ფარგლებში, მძიმე წონის სატიტულო დაპირისპირება გაიმართა, სადაც 5 რაუნდიან ბრძოლაში ფრენის ნგანუმ იმარჯვა და ქამარი შეინარჩუნა. ბოლო პერიოდში, ნგანუ აქტიურად საუბრობდა კრივში ბრძოლის ჩატარებაზე. ჩემპიონმა ეს ბრძოლის შემდგომ ინტერვიუშიც აღნიშნა:
“კრივის ბრძოლა ყოველთვის იყო ჩემს გეგმებში, რასაც აუცილებლად გავაკეთებ კარიერის დასრულებამდე. ამისთვის ნებისმიერ შანს გამოვიყენებ, რადგან ამ სპორტში ცხოვრების ბოლომდე ვერ ვიქნები და უმჯობესია მომავალზე ვიფიქრო”.
კამერუნელ ჩემპიონს, ბრძოლამდე აქტიურად იწვევდა კრივის ლეგენდა, მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი ტაისონ ფიური, რომელიც გამოწვევისაც აქცენტს ყოველთვის იმაზე აკეთებდა, რომ კრივში ნგანუ გაცილებით დიდ ფულს გამოიმუშავებდა. ბრძოლის შემდეგაც, ფიურიმ ფრენსისი კვლავ იგივე სტილში გამოიწვია:
“გილოცავ ფრენსის, მაგრამ თუ გინდა დიდი ფული იშოვო, მე, ბოშების მეფეს უნდა შემებრძოლო”.
Congratulations @francis_ngannou but if you want to make some real money come see the GK 💰
— TYSON FURY (@Tyson_Fury) January 23, 2022
მეტი თვალშაჩინოებისთვის, თუ რამხელა სხვაობაა ამ მებრძოლების შემოსავლებს შორის, გადავხედოთ მათ ბოლო ჰონორარებს. ტაისონ ფიურიმ, დეონტეი ვაილდერის დამარცხებისთვის, ბოლო ბრძოლაში 30 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა. როცა ნგანუმ ზემოთ აღნიშნული ქამრის დაცვისთვის გარანტირებულად 600.000$ მიიღო ( ამას დაემატაება წილი გაყიდული ტრანსლაციებიდან, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონამდე იქნება)