“თუ ჩემი ძმა ჯეიკ პოლს ვერ მოუგებს…”- ფიური საკუთარ ძმას ემუქრება [VIDEO]

იუთუბერი ჯეიკ პოლი განაგრძობს კრივის კარიერას. ამჯერად მისი მეტოქე პროფესიონალი მოკრივე იქნება. ჯეიკის დოსიეში ჩვენ პროფესიონალ მოკრივეს ვერ შევხვდებით – მან ჯერ იუთბერი, შემდეგ კალათბურთელი და ორჯერ MMA-ს მებრძოლი დაამარცხა. ახლა კი იგი რინგზე ლეგენდარული ტაისონ ფიურის ძმასთან, ტომი ფიურისთან ერთად ავა. ტაისონის უმცროსმა ძმა 22 წლისაა და კარიერა სულ რაღაც 3 წლის წინ დაიწყო. ამ დროში მან 7 გამარჯვების მოგროვება მოახერხა და არცერთხელ დამარცხებულა.

დაგეგმილ ორთაბრძოლას, რა თქმა უნდა, თავად ტაისონიც გამოეხმაურა:

“თუ ტომი ჯეიკ პოლს ვერ მოუგებს, მას მე კარიერას დავუმთავრებ. თუ მას არ შეუძლია ჯეიკის დამარცხება, კრივი საერთოდ უნდა დაივიწყოს. რადგან მას აქვს ამბიციები რომ იყოს მსოფლიო ჩემპიონი, იუთუბერი უმარტივესად უნდა გაუმკლავდეს. მისი გვარი ფიურია, თუ ჯეიკს ვერ მოუგებს, მე მას გვარს შევუცვლი.

@nexus_56 Dam #fyp #jakepaul #tommyfury #tysonfury #jakevstommy ♬ Drive Forever Ravens Rock Spotify – Ravens Rock ★ | Guitarrista

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *