“თუ UFC თავის მებრძოლებს კარგად არ მოეპყრობა, Eagle FC აქ არის” – ხაბიბი

UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ახლა საკუთარ საბრძოლო ორგანიზაციას ფლობს. ხაბიბის ორგანიზაცია, Eagle FC, დროდადრო შესამჩნევად ვითარდება – ნაცნობ სახეებს როგორც ოქტაგონზე, ასევე ოქტაგონის გარეთაც ვხედავთ. მაგალითად, Eagle FC 44-ის ბრძოლის წინა შოუში წამყვანებად ხაბიბთან ერთად კამარუ უსმანი, ჰენრი სეხუდო და ჩელ სონენი მოგვევლივნენ და თავად ივენთზეც საკმაოდ საინტერესო ბრძოლები გაიმართა, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

დიდი მოლოდინებია EFC 46-ის მიმართაც, სადაც ერთმანეთს UFC-ს ყოფილი კონტენდერები, კევინ ლი და დიეგო სანჩეზი დაუპირისპირდებიან. სწორედ მათ წინასაბრძოლო პრესკონფერენციაზე, ხაბიბმა UFC-სა და ბელატორს გამაფრთხილებელი განცხადებით მიმართა:

“დიდი ორგანიზაციები, როგორებიცაა UFC და ბელატორი, უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ მებრძოლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში Eagle FC სულ აქ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ გავიფორმოთ კარგი მებრძოლები კარგი სახელით, თუმცა ამავდროულად ჩვენ ვმუშაობთ ახალ თაობაზეც – ეს ორი მიზანი გაქვს. ასე რომ ფრთხილად, თუ კარგად არ მოეპყრობით მებრძოლებს, Eagle FC აქაა.”

Leave a comment

Your email address will not be published.