“თქვენ არ ებრძვით უკრაინის მთავრობას და არმიას, თქვენ ებრძვით უკრაინელ ხალხს” – უსიკი

მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ოლეკსანდრ უსიკი, ამჟამად უკრაინის არმიის ჯარისკაცია და საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. რუსეთის შეჭრის დროს, მოკრივე საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თუმცა უკრაინაში დაბრუნდა და ჯარს შეუერთდა. ჩემპიონი აქტიურად აქვეყნებს ვიდეო მიმართვებს შექმნილი სიტუაციის შესახებ. ბოლო ვიდეოში მან შემდეგი მიმართვა გაავრცელა:

“ძვირფასო უკრაინელებო, მე ვამაყობ, რომ ვარ უკრაინელი. მე მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენ ხართ ძალა. ახლა კი სხვებს მინდა ვუთხრა, თქვენ არ ებრძვით უკრაინის მთავრობას და არმიას, თქვენ ებრძვით უკრაინელ ხალხს. ეს ჩვენი მიწაა, ეს ჩვენი სახლია.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *