მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებმა შვედეთს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პრესკონფერენციაზე შეხვედრა სტუმართა დამრიგებელმა იანე ანდერსონმა შეაფასა.
“პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. ვერ გაიტან გაიტანენ, ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გოლები გავუშვით და დავმარცხდით.
ამ წუთას საქართველოს ნაკრები არ მაინტერესებს. გოლებისას საქართველოს ცოტა გაუმართლა. ვულოცავ მათ გამარჯვებას და ახლა სრული კონცენტრაცია ესპანეთთან თამაშზე გვაქვს.”-განაცხადა შვედების მთავარმა მწვრთნელმა.