იანვარის საუკეთესოები

NBA-მ იანვრის თვე შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა კალათბურთელთა, მწვრთნელთა და პირველწლიანთა შორის.

„დენვერის“ ცენტრი – ნიკოლა იოკიჩი და „ფილადელფიას“ ლიდერი ჯოელ ემბიდი დასავლეთ და აღმოსავლთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

იოკიჩი იანვარში, საშუალოდ მატჩში 26,6 ქულას, 13,3 მოხსნას და 9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, „ნაგეთსმა“ კი 16 გამართული შეხვედრიდან 11 მოიგო.

ემბიდის მაჩვენებლებიც სოლიდური გახლდათ „76-ერსის“ შემადგენლობაში – 34 ქულა, 10,8 მოხსნა, 5,1 პასი და 1,5 დაფარება საშუალოდ მატჩში. „ფილამ“ 15 გამართული შეხვედრიდან 12 მოიგო.

„ფილადელფიას“ ფრენჩაიზ ისტორიაში ემბიდი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ეს პრიზი ზედიზედ ორი თვის განმავლობაში მოიგო.

NBA-ს გასული თვის საუკეთესო მწვრთნელებად მონტი უილიამსი (ფინიქსი) და ჯეი ბი ბიკერსტაფი დასახელდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში.
უილიამსის გაწვრთნილმა „სანზმა“ 14-დან 13 მატჩი მოიგო იანვარში. „ფინიქსი“ 41 გამარჯვებით და 9 მარცხით სათავეში უდგას ლიგის ცხრილს. შეგახსენებთ, რომ ეს შედეგი „სანზის“ ფრენჩაიზ ისტორიაში საუკეთესოა.

ბიკერსტაფის გაწვრთნილმა „კლივლენდმა“ გასული თვის განმავლობაში 15-დან 11 მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაშ უკვე მეოთხე ადგილზე იმყოფება ბალანსით 31-20.

null

„ოკლაჰომას“ უკანახაზელი ჯოშ გიდი და „დეტროიტის“ ლიდერი კეიდ კანინგჰემი იანვრის თვის საუკეთესო ახალწვეულებად (კალათბურთელი, რომელიც პირველ სეზონს ატარებს NBA-ში) დასახელდნენ.

2021 წლის დრაფტის პირველმა არჩევანმა – კანინგჰემმა იანვრის თვეში ასეთი სტატისტიკა დააგროვა – 17,3 ქულა, 4,2 მოხსნა და 5,6 პასი საშუალოდ მატჩში.

დრაფტზე მე-6 პიკად არჩეულმა გიდიმ საშალოდ მატჩში 13,3 ქულა, 8,6 მოხსნა და 6,1 პასი მოუტანა „თანდერს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიდიმ უკვე მესამედ მიიღო თვის საუკეთესო ახალბედის წოდება დასავლეთ კონფერენციაში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *