დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. ფინალურ მატჩში 20 წლის იანიკ სინერმა 6:2 6:2 გაანადგურა დიეგო შვარცმანი და მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტული მოიპოვა. ამ შედეგით იტალიელი ჩოგბურთელი გაუტოლდა ისეთ ჩოგბურთელებს როგორებიც ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდრ ზვერევი და დანილ მედვედევი არიან.
ფინალური მატჩის ორივე სეტი ძალიან გავდა ერთმანეთს – იანიკი პარტიის სტარტზე ასრულებდა ზედიზედ 2 ბრეიკს და შემდეგ უპრობლემოდ მიყავდა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე.
სინერი ძალიან დამაჯერებელი იყო საკუთარ გეიმებში და მეტოქეს არცერთხელ არ დაუთმო საკუთარი ჩაწოდება.
იტალიელმა ჩოგბურთელმა 76 წუთში მოიგო ფინალური მატჩი და კარიერაში მეხუთე ტიტულის მოპოვება იზეიმა. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში სინერი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც ასეთ ასაკში შეძლო ATP-ის 5 ტიტულის მოგება. იანიკზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს, რომელმაც 2007 წელს, 19 წლის ასკაში შეძლო მეხუთე ტურნირის მოგება (სოფიას ტურნირი).