იანიკ სინერს ახალი მწვრთნელი ყავს

მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა იანიკ სინერმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა რიკარდო პიატი და მის ნაცვლად სიმონე ვაგნოზი მოიყვანა.

“ბედნიერი ვარ გაუწყოთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი მეყოლება სიმონე ვაგნოზის სახით. ამ მომენტისთვის სამწვრთნელო შტაბში სხვა წევრების დამატებას აღარ ვაპირებთ. ჩემს საჩოგბურთო კარიერაში ახალი ერა იწყება, Forza”.

ვაგნოზი მანამდე მუშაობდა მარკო ჩეკინატოს მთავარ მწვრთნელად და იმ დროისთვის სრულიად უცნობი ჩოგბურთელი როლან გაროსის ნახევარფინალში გაიყვანა (2018 წელი).

null

შეგახსენებთ. რომ სინერი პიატის საჩოგბურთო აკადემიაში ბავშვობიდან ვარჯიშობდა ავსტრიის საზღვართან ახლოს, და სწორედ რიკარდოს დიდი დამსახურებაა, რომ იანიკი ამჟამად ტოპ 10-ის წევრია.

“მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, გადავწყვიტე რომ უკეთესი იქნებოდა ჩემი საჩოგბურთო კარიერისთვის დამესრულებინა ურთიერთობა პიატისთან. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის როგორც რიკარდოს, ასევე მის სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრს – დალიბორს, კლაუდიოს, ანდრეას, კრისტიანს და გაიას” – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე იანიკ სინერმა.

Leave a comment

Your email address will not be published.