იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა

დონოვან მიტჩელის ტრანსფერის შემდეგ “კლივლენდი” პლეიოფის დონის გუნდად იქცა. “კავალიერზი” საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 18 გამართული მატჩიდან 16 აქვს მოგებული (ლიგის საუკეთესო შედეგი).

დღეს, გამთენიისას ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდა. “კლივლენდმა” “მილუოკის” უმასპინძლა და მეტოქე 114-106 დაამარცხა.

null

“კავალიერზმა” მატჩის პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – ჯეი ბი ბიკერსტაფის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი მეოთხედი 15 ქულიანი სხვაობით მოიგო(35-20), მეორე 25-22 და დიდ შესვენებაზე 18 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 60-42.

ბრწყინვალედ გამოიყურებოდა “კლივლენდის” უკანახაზელთა დუეტი: გარლანდი-მიტჩელის ტანდემმა საშუალო და შორი დისტანციებიდან “ააოხრა” მეტოქის კალათი და საკუთარ გუნდს უდიდესი ჰანდიკაპი მისცა.

მესამე მეოთხედში “ჯაჭვები აიწყვიტა” იანის ანტეტენკუმპომ, რომელიც 3 წამიან ზონაში უბრალოდ შეუჩერებელი გახლდათ. ბერძენმა კალათბურთელმა ჯამში 45 ქულა ჩააგდო და მეოთხე მეოთხედის წინ თითქოს დააბრუნა მცირე ინტრიგა, თუმცა “კავალიერზი” დროულად გამოფხიზლდა და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *