იანის ანტეტენკუმპოს 54 ქულა და გამარჯვება “კლიპერსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მოირიგი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა მილუოკიში შედგა, სადაც ადგილობრივი “ბაქსი” “კლიპერსს” დაუპირისპირდა.

ორივე გუნდი მცირედი დანაკლისით შეხვდა ამ მატჩს – მასპინძლებს ტრავმის გამო ბობი პორტისი და სერჟ იბაკა არ ყავდათ, ხოლო სტუმრებს – ჯონ ვოლი.

null

შეხვედრის სტარტზე კალიფორნიულმა გუნდმა მოიპოვა ანგარიშში ლიდერობა – ჯერ კავაი ლეონარდმა ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, რასაც ტერენს მენის ზუსტი ტყორცნები მოყვა.

“კლიპერსი” ძალიან კარგად იცავდა თავს – 3 წამიან ზონაში შესულ იანის ანტეტენკლუმპოს ჯერ ივიცა ზუბაცი დაუდგა “მყარად”, მეორე შემთხვევაში კი კავაი ლეონარდმა საჭირო დროს ბურთზე წაურტყა ხელი ბერძენს და პოზიცია დააკარგვინა.

სტუმრები 20:5 დაწინაურდნენ და მაიკ ბუდენჰოლცერს ტაიმაუტის აღება დასჭირდა. წუთშესვენების შემდეგ პარკეტზე დაბრუნებული “მილუოკი” ბევრად უკეთესად ათამაშდა – კონაუტონმა შორი დისტანციიდან ჩააგდო, რასაც ბრუკ ლოპესის ზუსტი სროლები მოყვა ახლო დისტანციებიდან.

პირველი მეოთხედის ბოლოს, თამაშში დაბრუნებული იანისი უბრალოდ შეუჩერებელი გახლდათ – ზედიზედ 3 ეპიზოდში აჯობა სტუმართა ხორვატ ცენტრს და “კლიპერსის” ჰანდიკაპმა დიდი სისწრაფით დაიწყო დნობა.

მეორე პერიოდში ანგარიში გათანაბრდა – ბერძენი მძიმე ფორვარდის ძალისმიერი ასპარეზობის ფონზე “ბაქსმა” დიდი სხვაობის დაქაჩვა წარმატებით მოახერხა.

null

მესამე მეოთხედის საწყის წუთებში “კლიპერსი” ისევ გააქტიურდა – სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ნორმან პაუელი თითქმის ყველანაირი პოზიციიდან აგდებდა ბურთებს მეტოქის კალათში. სტუმრებს ძალიან კარგად ეხმარებოდა მეორე ხუთეულში გადაწეული – რეჯი ჯექსონიც.

კალიფორნიული გუნდის ჰანდიკაპმა “პიკს” მიაღწია +21 (76:55).

თითქოს შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა “მოკვდა”, თუმცა იანისი ესე მარტივად არაფრის დათმობას არ აპირებდა. ანტეტენკუმპომ საკუთარ თავზე აიღ ლიდერობა და მეოთხე პერიოდში დიდ “ქამბექს” დაუდო სათავე. ბერძენმა ახლო და შორი დისტანციებიდან დაბომბა მეტოქის კალათი და ამით საკუთარი თანაგუნდელებიც გამოაფხიზლა.

საჭირო მომენტში “გამოიღვიძეს” და უმნიშვნელოვანესი ქულები აიღეს კრის მიდლტონმა და ჯრუ ჰოლიდეიმ. “ბაქსი” უკანასკნელ წამებზე უკვე 106-105-ს იგებდა.

კალიფორნიულ გუნდს თამაშის გადარჩენის 2 შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ტაირონ ლუს გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ეს შანსები ვერ გამოიყენეს და დრამატული მატჩიც წააგეს.

მილუოკი – კლიპერსი 106:105 (15:24, 34:32, 29:31, 28:18)

მილუოკი:ი.ანტეტენკუმპო (54 + 19 მოხსნა), ჰოლიდეი (12 + 8 პასი), კონოუტონი (8 + 10 მოხსნა), ლოპესი (6), ალენი (4) – სასტარტო; მიდლტონი (16 + 7 მოხსნა), ინგლსი (3), მეტიუზი (3), კარტერი (0), ჰილი (0), (მამუკელაშვილს არ უთამაშია).

კლიპერსი:ლეონარდი (17 + 11 მოხსნა), ჯორჯი (16), მორისი (16), ზუბაცი (12 + 13 მოხსნა), მენი (8) – სტარტი; პაუელი (26), ჯექსონი(8), კოვინგტონი (2), ბატუმი (0).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *