იანმა კონორი გამოიწვია – მაკგრეგორიც თანახმაა

ირლანდიელი სუპერვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი განაგრძობს თვითერზე აქტიურობას. ამჯერად მის მორიგ თვითში ვკითხულობთ, რომ კონორი თავს ორგანიზაციაში საუკეთესო მოკრივედ თვლის:

“კრივის დონით ჩემთან არავინაა ახლოს UFC-ში. დასტინმაც მხოლოდ მაშინ მომარტყა რამდენჯერმე, როცა ფეხი დავიზიანე. არავის აქვს ჩემთან შანში, თუ კრივს გადავწყვიტავთ. იანი კარგია, მომწონს მისი სტილი, თუმცა მასაც ვჯობივარ”.

კონორის აღნიშნულ ტვიტს თავად პიოტრ იანიც გამოეხმაურა:

“კონორ, ჩვენ ყველამ ვიცით რომ შენ ლაპარაკი გიყვარს. თუმცა მოდი საქმეზე გადავიდეთ თუ მართლა გინდა ბრძოლა – არ მაინტერესებს წონითი დივიზიონი ან წესები. სანაძლეოს ვდებ, შენ არ იბრძოლებ”.

პასუხი არც მაკგრეგორმა დააყოვნა:

“არ არის პრობლემა პატარავ. ჩვენ მოვაწყობთ სპარინგს ან რაიმე მსგავსს უახლოეს მომავალში. გიმასპინძლებთ შენ და შენს გუნდს ირლანდიაში, კრუმლინის კრივის კლუბში. შემდეგ ყველაფერს ფარდა აეხდება ბავშვო. ღმერთმა დაგლოცოს.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *