“იანს ჩემი ეშინია, პირველივე რაუნდში დავაფინიშებ” – ალჯამეინ სტერლინგი

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ყველაზე სკანდალური ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი ქამრის დაცვისთვის ემზადება. გულშემატკივრების აზრით, სწორედ ეს ბრძოლა გადაწყვეტს არის თუ არა ალჯო ნამდვილი ჩემპიონი. რატომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მისი ჩემპიონობა? დავბრუნდეთ გასული წლის მარტში.

დივიზიონის პირველ ნომრად განთესილი ალჯო მოქმედ ჩემპიონს, პიოტრ იანს უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ იანი ბუკმეკერებისა და ანალიტიკოსების გამორჩეული ფავორიტი იყო, გზა რომელიც ალჯომ სატიტულო ბრძოლამდე გაიარა, მხოლოდ სტერლინგის ხიფათზე და არაპროგნოზირებადობაზე მოასწავებდა.

მიუხედავად მოგებული პირველი რაუნდისა, ალჯომ დანარჩენი რაუნდები დათმო, თუმცა მე-4 რაუნდში იანის არალეგალურმა მუხლმა სტერლინგს ტექნიკურად გამარჯვება მოაპოვებინა და ჩემპიონობაც მას ხვდა წილად. ამ ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოყვა, ბევრის აზრით ალჯოს რემატჩამდე უნდა მოეცადა, სანამ საკუთარ თავს ჩემპიონად წარმოაჩენდა. თუმცა სტერლინგი ფიქრობდა, რომ ეს იანის შეცდომა იყო და მისი ჩემპიონობის ირგვლივ კითხვის ნიშნები არ უნდა ყოფილიყო.

მათი რემატჩი ოქტომბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ალჯო ტრავმის გამო გამოეთიშა. იანი სტერლინგის მაგივრად სენდჰეგენს შეხვდა, დაამარცხა და დროებით ქამარიც მოიპოვა. ახლა კი ნანატრი რემატჩის დროც მოდის. თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, თუმცა UFC უკვე მუშაობს ამ სატიტულო ბრძოლის ჩანიშვნაზე.

თავის მხრივ, ალჯამეინ სტერლინგი ოპტიმისტურ განწყობაზეა და ფიქრობს, რომ იანს პირველივე რაუნდში დაამარცხებს. იგი თვითერზე შემდეგ სტატუსებს აქვეყნებს:

“ჩიოტრ იანს ჩემი ეშინია”

“პირადად მე ვფიქრობ, რომ მას პირველივე რაუნდში, მტკივნეულით დავამარცხებ”

Leave a comment

Your email address will not be published.