იანე ანდერსონი: ხვალინდელი თამაშის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი

საქართველო – შვედეთის მატჩამდე 1 დღით ადრე, პრესკონფერენციაზე სკანდინავიელთა დამრიგებელმა იან ანდერსონმა და მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა ისაუბრეს.

იან ანდერსონი: საქართველოს ნაკრებს კარგი გუნდი ჰყავს. მათ არამარტო ჩვენთან, არამედ სხვა გუნდებთანაც კარგად ითამაშეს. ჩვენც კარგ ფორმაში ვართ და ხვალინდელი თამაშის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. 

რა თქმა უნდა როცა იბრაჰიმოვიჩის დონის ფეხბურთელი გყავს, ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასიხარულოა, როგორც მოედანზე ისე მის მიღმა. 

ვიქტორ ლინდელოფი: მწვრთნელს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს. ხვალინდელი შეხვედრის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და შევეცდებით 3 ქულა ავიღოთ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *