მიუნხენის ბაიერნის პირველი მეკარე, მანუელ ნოიერი თხილამურებით სრიალის დროს მძიმედ დაშავდა და გუნდს, სეზონის მეორე ნახევარში, ვეღარ დაეხმარება. სწორედ ამიტომ, რეკორდმაისტერთა ხელმძღვანელობამ ახალი მეკარის ძებნა დაიწყეს.
გერმანული პრესა ერთხმად წერს, რომ იან ზომერთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია. გლადბახის მეკარე ბაიერნს 5 მილიონი ევრო დაუჯდება. ზაფხულში ზომერი პირველი მეკარის სტატუსისთვისაც იბრძოლებს.