მსოფლიოში ერთერთი გამორჩეული დიდოსტატი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (რედ: ტიტულისთვის მაგნუს კარლსენს ეთამაშა), რუსი იან ნეპომნიაში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
რუსი დიდოსტატის თქმით, ისტორიას ბევრი შავი ხუთშაბათი ახსოვს, მაგრამ ეს მათ შორის ყველაზე შავია:
“ისტორია ბევრი შავი ხუთშაბათი უნახავს. დღევანდელი კი ყველაზე მუქია. არა ომს!”
История видела немало чёрных четвергов. Но сегодняшний чернее прочих. #нетвойне #saynotowar
— Yan Nepomniachtchi (@lachesisq) February 24, 2022