იაშკა და მუსიკოსები – იაშვილის გოლი ბრემენის ვერდერის კარში (ვიდეო)

2003-04 წლების სეზონში ალექსანდრე იაშვილმა ბევრისთვის უცნობი გოლი გაიტანა. ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩში, ფრაიბურგმა ბრემენის ვერდერს უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა 1 გოლი კი სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.

იაშვილი ფრაიბურგის ღირსებას 1997-2007 წლებში იცავდა და 255 მატჩში 51 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო კარლსრუე, ბოხუმი, ბაქოს ინტერი, სამტრედია და დინამო თბილისი. სწორედ დინამო თბილისი გახლდათ იაშვილის პირველი და ბოლო გუნდი. იაშკამ საქართველოს ნაკრებში 65 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *