იბიცას სასწაული… მესი და სესკი მეუღლეებთან ერთად

ლეო მესი და სესკ ფაბრეგასი მეუღლეებთან ერთად იბიცაზე ისვენებენ. მესი და ფაბრეგასი 13 წლის ასაკიდან მეგობრობენ. როცა ლეო არგენტინიდან ბარსელონას ლა მასიაში ჩაიყვანეს. ერთ გუნდში იყვნენ, თანატოლები…

მესიმ და ფაბრეგასმა იბიცაზე 70-იან წლებში აშენებული განსაკუთრებული ვილა შეარჩიეს Villa de Sa Ferradura, კვირაში 300 000 ევროს იხდიან. ვილაში ყველაფერია, რაც სპორტსმენს სჭირდება… საპატიო სტუმრების კომფორტისთვის 25 ადამიანი ზრუნავს. ხედი, რა თქმა უნდა, ხმელთაშუა ზღვისკენ. სასწაული პეიზაჟი.

გარდა ამისა, მესიმ და ფაბრეგასმა სუპერიახტა Shalimar დაიქირავეს. დღეში 10 000 ევრო ღირს ქირაობა…

სესკს სეზონი ჩაუვარდა ტრავმების გამო. მაინცდამაინც არც მესის ჰქონია სუპერსეზონი პსჟ-ში, ახლა კი თავისუფლად შეუძლიათ, ეს ცუდი დაივიწყონ. იბიცა კი საამისოდ დიდებულია.

Leave a comment

Your email address will not be published.