იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების დრო ცნობილია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მალე სრულად გამოჯანმრთელდება. Football Italia-ს ცნობით, შვედი ფეხბურთელის სიტუაცია ბევრად უკეთესია და მას სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში შეეძლება. მილანი უახლოეს მატჩს ვერონასთან გამართავს, სადაც იბრასაც ელიან.

იბრაჰიმოვიჩმა ლაციოსთან მატჩში აქილევსის მყესი დაიზიანა და 6 შეხვერა გამოტოვა. შვედმა ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა.

მილანი სერია ა-ში 19 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ნაპოლის 2 ქულით ჩამორჩება. როგორც უკვე გითხარით, როსონერი უახლოეს მატჩს ვერონასთან ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *