იბრაჰიმოვიჩი ბაიერნში

მიუნხენის ბაიერნმა ახალი კონტრაქტი გააფორმა 17 წლის არიონ იბრაჰიმოვიჩთან. გვარი კი ჟღერს ხმაურიანად, მაგრამ არიონს გვარის გარდა საერთო არ აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან: არიონი წარმოშობით კოსოვოელია, გერმანიაში დაიბადა და 13 წლამდე ნიურნბერგის აკადემიაში იყო…

არიონ იბრაჰიმოვიჩი ცენტრალური ნახევარმცველია, სათამშო მანერით ლეონ გორეცკას ჰგავს. ამ სეზონში 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში იყო, გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობს. და რაც საყურადღებოა, ბაიერნის მთავარ გუნდშიც აქვს გაიარა შეკრება (ყატარში).

კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *