ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოპერაცია გაუკეთეს. შვედს ჯვარედინი იოგების ტრავმა აქვს და ქირურგიული ჩარევაც ამიტომ დასჭირდა. იბრაჰიმოვიჩის რეაბილიტიაციის კურსი 7-8 თვეს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს, რომელიც 40 წლის გახლავთ, მილანთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. შვედმა ამ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება მილანს, გუნდმა სერია ა-ში 86 ქულა დააგროვა და 11 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონი გახდა.