ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. შვედმა განაცხადა, რომ არც ერთს ჩამოუვარდება და არც მეორეს.
„თამაშის ხარისხით თუ ავიღებთ, მათზე ნაკლები არ ვარ, მაგრამ ტიტულებით გასაგებია: ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე.
…არ ვიცი, თქვენ როგორ ავლენთ საუკეთესოს, ამაზე ჩაციკლული არასოდეს ვყოფილვარ. გუნდი თუ ძლიერი არაა, ერთი კონკრეტული ფეხბურთელი საუკეთესო ვერ იქნება. მაკლია თუ არა ოქროს ბურთი? არა, პირიქით: ოქროს ბურთს ვაკლივარ. გულის სიღრმეში ჩემი თავი მსოფლიოში საუკეთესო მგონია, მაგრამ სხვებთან შედარებას უადგილოდ ვთვლი.
…ყველა თავის თაობაშია გამორჩეული, სხვადასხვა პარტნიორებთან. შედარება რთულია. ყველას თავისი ისტორია აქვს“ (France Football)