იბრა: ღმერთი ვარ! არაფერი არ შეცვლილა…

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მინდორზე ბრუნდება. 9 თვეა, რაც არ უთამაშია, ზედიზედ მიიღო ტრავმები… იტალიაში დაწერეს, რომ ზაფხულში ზლატანი კარიერას დაასრულებს, მაგრამ თავად ამის შესახებ არ ამბობს. იბრა 41 წლისაა.

მას ჰკითხეს – ისევ ღმერთად მიიჩნევს თავს?

იბრას პასუხი:  – რა თქმა უნდა. არაფერი არ შეცვლილა.

შვედმა კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდზე:

„მილანის ფეხბურთელი ვარ და მწვერვალზე გახლავართ. სხვებსაც ვაქცევ ყურადღებას. მილანში მათთვის ვარ და არა ჩემთვის. მხოლოდ პირად სიამოვნებაზე რომ ვფიქრობდე, კუნძულზე სიგარას გავაბოლებდი. მაგრამ აქ მინდა, რომ სხვებს ნიმუში ვაჩვენო, ლიდერი ვიყო. და ამას ვაკეთებ კიდეც.

…მინდორზე მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებით არ გამოვალ. თუ ვითამაშებ, მხოლოდ მაღალ დონეზე და ხარისხიანად, რასაც ადრე ვაკეთებდი.

…წიგნში კიდევ რამდენიმე გვერდი მაქვს დასაწერი. ასაკს ოსტატობა არ მიჰყვება. იცვლება ფიზიკური მომზადება, მაგრამ ვატყობ, ჩემს შემთხვევაში ყველაფერი რიგზეა. ვისაც ღმერთის არ სჯერა, მინდვრიდან დავუმტკიცებ“ (Sport Mediaset)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *