იბრა: ჯოკოვიჩი მე მგავს

„ვინ მოიგებს სერია ა-ს? ის გუნდი, სადაც თამაშობს ზლატანი“ – ეს მილანის ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა საკუთარ თავზე… გაუჭირდებოდა.

შვედმა ვარსკვლავმა N 1 ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩზე ისაუბრა და ამბობს, რომ მისი თვისებები ყველაზე მეტად დასაფასებელია.

„მას ბალკანური მენტალიტეტი აქვს. როცა შენს გარშემო ბიძგებია, უკეთ თამაშობ. ესაა ჩემი ფილოსოფიაც. როცა ბრაზობ, მაქსიმუმს აღწევ. როცა ეშვები, დონეც იკლებს.

…ნოვაკი მიზანდასახული სპორტსმენია. თავიდან არ ჰქონდა იმხელა გამოცდილება და სწორი მიმართულება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია. ჯერ არის ტალანტი, მერე გროვდება გამოცდილება, მერე იზრდები ფსიქოლოგიურად. საბოლოოდ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ჯოკოვიჩი მე მგავს“. (ACmilan)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *