3 ოქტომბერს ზლატან იბრაჰიმოვიჩი 40 წლის გახდა და ამასთან დაკავშირებით თავის ავტოპარკს ფანტასტიკური 400-ათასგირვანქიანი ფერარი შემატა. ეს ფერარის პირველი ჰიბრიდული ელექტრომობილი გახლავთ, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 211 კილომეტრ საათია.
ამით ზლატანმა ტრადიცია გააგრძელა. მან 38-ე და 39-ე დღეობებზეც შეიძენა ძვირფასი მანქანები – ფერარი მონცა და პორშე.
სხვათა შორის, იბრამ 40-წლისთავი ორი დღით ადრე აღნიშნა, რადგან 3 ოქტომბერი კვირა გახლდათ, მილანს ატალანტასთან მატჩი უწევდა (3:2 გაიმარჯვეს) და ფეხბურთელები წვეულებას ვერ დაესწრებოდნენ.
მოთამაშეების გარდა, შვედმა ღონისძიებაზე კლუბის ტექნიკური პერსონალი, ექიმები და სხვა თანამშრომლებიც დაპატიჟა.