კვირას მილანმა სტუმრად რომა 2:1 დაამარცხა და 31 ქულით ნაპოლისთან ერთად სერია A-ს ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. მატჩის გმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა.
40 წლის შვედმა ჯერ თავად გახსნა ანგარიში, ეფექტური საჯარიმო დარტყმით დაბალ კუთხეში, შემდეგ კი პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად შეასრულა ფრანკ კესიემ.
იბრაჰიმოვიჩის გოლი საიუბილეო, მე-400 აღმოჩნდა ეროვნულ ჩემპიონატებში. სერია A-ში კი 150-ე გახლდათ.