იგა შვიონტეკი დოჰას ტურნირის ფინალშია

კატარის დედაქალაქ დოჰაში დასასრულს უახლოვდება WTA-ს 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/2 ფინალურ სტადიაზე, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – იგა შვიონტეკმა 6:0 6:1 გაანადგურა ვერონიკა კუდერმეტოვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – პოლონელმა ჩოგბურთელმა 57 წუთში გაანადგურა მოწინააღმდეგე და ყველა საჩოგბურთო ასპექტში დაჯაბნა რუსი.

შვიონტეკი, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის ფინალში (4 თვის წინ მოიგო სან დიეგოს ტურნირი).

დოჰას ტურნირზე, ფინალისკენ მიმავალ გზაზე პოლონელმა ჩოგბურთელმა მეტოქეებს მხოლოდ 2 გეიმის მოგების საშუალება მისცა – მეორე რაუნდის მატჩში 1 გეიმი დაუთმო დანიელა კოლინზს, 1/4 ფინალში მეტოქე არ გამოუცხადდა (ბენჩიჩი), ხოლო 1/2 ფინალში კუდერმეტოვა გაანადგურა.

იგამ კარიერაში 49-ედ შეძლო მეტოქისთვის სეტის მშრალი ანგარიშით მოგება.

null

დოჰას ტურნირის ფინალურ მატჩში შვიონტეკი ჯესიკა პეგულიას დაუპირისპირდება. ამერიკელმა ჩოგბურთელმა 1/2 ფინალურ სტადიაზე 6:4 2:6 6:1 მოუგო მარია საკარის.

პოლონელი შეეცდება რევანში აუღოს მეტოქეს, სეზონის სტარტზე, UNITED CUP-ზე ნაწვნევი მარცხისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *