რომამ კვლავ ჩააგდო თამაში: ამჯერად სერია ა-ს ტურში ვენეციასთან გასვლაზე 2:3 წააგო. ზედიზედ ორი წაგება სერია ა-ში და 4 მოუგებელი შეხვედრა ყველა ტურნირზე ერთად – ჟოზე მოურინიოს ტაქტიკა ვერ მუშაობს. ნორვეგიულ ბოდო გლიმტთან 1:6 განადგურება სიგნალი იყო…
საინტერესოა, რომ უზბეკმა შომორუდოვმა გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა რომას მაისურით. გუნდმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მერე კი გაჩერდა.
ფაქტია, ამ ფორმაციის რომას ოთხეულში შესვლა ძალიან გაუჭირდება. ახლა მეხუთეზეა, მაგრამ მე-11 ადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს…