ივლისის ტესტების პირველი დღე უსენსაციოდ

ივლისის ტესტები პირველი დღე მოულოდნელობების გარეშე დასრულდა. ყველაზე დიდი ხმაური ახალი ზელანდიისა და ტონგას მატჩმა გამოიწვია, რომელიც ოლ ბლექსმა შინ ძალიან დიდი სხვაობით 102:0 მოიგო.

კარდიფში უელსის თითქმის განახევრებულმა ნაკრებმა კანადის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა, რომელსაც ასევე უელსელი მწვრთნელები ჰყავს და დიდი ანგარიშით 68:12 დაამარცხა. პირველი ტაიმი წითელმა ურჩხულებმა 40:5 მოიგეს. კანადელებს შესვემების შემდეგ უკვე დასაკარგი არაფერი ქონდა და ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა. თუმცა, მეტოქის ოთხი ლელოს საპირწონედ მხოლოდ ერთი მიითვალა.

ირლანდიის ნაკრებს, რომელსაც უელსელების მსგავსად მორაგბეები მრავლად ყავს მივლენილი ბრიტანელ ლომებში, იაპონიის ნაკრების დამარცხება საგრძნობლად გაუჭირდა. თუმცა, დასკვნით 20 წუთში, როგორც მოსალოდნელი იყო, მაინც შეძლო მოწინააღმდეგის გატეხვა და და 39:31 გაიმარჯვა.

პირველი მატჩი გამართეს ბრიტანელმა ლომებმა იოჰანესბურგში, სადაც ადგილობრივ ფრანჩაიზს, სტორმერზს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად სძლიეს – 56:14.

სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ბუქარესტში არგენტინის ნაკრებს რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მეტოქეა. რუმინელებმა თამაშის ბოლოსკენ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს 17:17 და გამაჯვების მოპოვებაც შეეძლოთ. თუმცა, არგენტინელებმა მაინც იძალეს და მოგების მომტანი ლელო მიითვალეს – 24:17.

კიდევ ერთი მატჩი სამშაბათს გაიმართება. საფრანგეთის ნაკრები სტუმრად ითამაშებს ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან.

 

ივლისის ტესტები

ლაიონზი-ბრიტანელი ლომები 14:56

ირლანდია-იაპონია 39:31

უელსი-კანადა 68:12

რუმინეთი-არგენტინა 17:24

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *