ევროსპორტის აზრით ევროპის ჩემპიონი ინგლისის ნაკრები გახდება. იქნებ გაიკვირვოთ კიდეც – საკმარისია, სწორად შეარჩიო სათამაშო ფორმის ფერი და მორჩა – პირველობა გარანტირებულია!
ევროსპორტელთა მარტივი დაკვირვების სშედეგად, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ის ნაკრებები, რომლებიც სათამაშოდ თეთრი ფორმით გავიდნენ, ყველამ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ასე მოხდა 13-დან 9 შემთხვევაში.
გამონაკლისი მხოლოდ ბელგია-პორტუგალიის და იტალია – ესპანეთის მატჩებია. იქიდან გამომდინარე, რომ დარჩენილ შეხვედრებში, დიდი ალბათობით, ინგლისის ნაკრები ყველგან თეთრი ფორმით ითამაშებს, ამ ნაკრების გულშემატკივრები ალბათ, უკვე გულის სიღრმეში ჩემპიონობასაც ზეიმობენ, მაგრამ, ბოლომდეც მაინც ნუ მიენდობიან ჩვენს ევროსპორტელ კოლეგებს…
უელსი-დანია (0:4), ნიდერლანდები-ჩეხეთი (0:2), ხორვატია-ესპანეთი (3:5), საფრანგეთი-შვეიცარია (3:3, პენ 4:5), ინგლისი-გერმანია (2:0), შვეიცარია-ესპანეთი (1:1, პენ 1:3), ბელგია-იტალია (1:2), ჩეხეთი-დანია (1:2), უკრაინა-ინგლისი (0:4).