ითხოვა, გაუშვეს… მადლობა და ნახვამდის!

LIVERPOOL, UNITED KINGDOM - SEPTEMBER 13: Daley Blind of Ajax during the UEFA Champions League match between Liverpool and Ajax at Anfield on September 13, 2022 in Liverpool, United Kingdom (Photo by Andre Weening/Orange Pictures/BSR Agency/Getty Images)

აიაქსმა გამოაცხადა, რომ დეილი ბლინდმა კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა და შეთანხმდნენ კიდეც. ამსტერდამულმა გრანდმა გამოაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულის ნაცვლად, ხელშეკრულება ექვსი თვით ადრე შეწყდა. ეს ბლინდის დამსახურების გამო… მადლობა და ნახვამდის!

აიაქსის მწვრთნელი ალფრედ შროიდერი ბლინდს ხშირად არ ათამაშებდა და ფეხბურთელმაც გაშვება ითხოვა.

სად გააგრძლებს კარიერას ბლინდი, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, მან გასულ მუნდიალზე ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა: მერვედფინალში აშშ-სთან.

ბლინდის მამაც ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ: აიაქსის კაპიტანი…  ბლინდი-უმცროსი კი 8 წლიდან აიაქსის აკადემიაში იყო.

და კიდევ, გულის პრობლემები. გეცოდინებათ, ბლინდს ადრე ჰქონდა პრობლემები, თამაშის დროს შეუძლოდ გახდა, თუმცა საფუძვლიანი გამოკვლევების შემდეგ მაინც გააგრძელა კარიერა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *