იკარდი ვანდას იმედად

მაურო იკარდი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. Football Italia-ს ცნობით, მისი მეუღლე და ამავდროულად აგენტი ვანდა ნარა რომასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

იკარდი უკმაყოფილოა იმ როლით, რაც პსჟ-ში აქვს. მისი აზრით, ეს მას არგენტინის ნაკრებში მოხვედრაში უშლის ხელს და სწორედ ამიტომ უნდა სერია ა-ში თამაში. იკარდი ეროვნულ გუნდში ბოლოს 2018 წელს გამოიძახეს.

ფეხბურთის გულშემატკივრებმა იკარდი სწორედ სერია ა-ში თამაშით გაიცნეს. სამპდორიაში წარმატებული პერიოდის შემდეგ, იგი ინტერში გადავიდა და მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ფორვარდად იქცა, რის შემდეგაც პსჟ-ს მიაშურა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *