იკარდი პრემიერლიგაში? – ვანდა თურქებსაც შეხვდა…

პსჟ-ს ფორვარდს, მაურო იკარდის კარიერის გაგრძელების ორი რეალური ვარიანტი აქვს – მანჩესტერი და გალათასარაი.

TyC Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს თავად ინგლისში თამაშის პერსპექტივა ხიბლავს. მანჩესტერელებს იჯარა უნდათ, სადაც გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

თურქეთში გადსვლის ალბათობაც არსებობს. ვანდა ნარა, იკარდის ცოლი და აგენტი, გალათასარაის წარმომადგენლებს სამჯერ შეხვდა. აქაც იჯარა განიხილება, სადაც ხელფასის უმეტეს ნაწილს ისევ პსჟ გადაიხდის.

ოთხშაბათიდან მოყოლებული, იკარდი მთავარი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს – იმ ფეხბურთელებთან ერთად, ვისაც პარიზიდან წასვლა სურს. კრისტოფერ გალტიემ დაადასტურა, რომ მაუროს მის გუნდში ვერ ხედავს.

 

Leave a comment

Your email address will not be published.