ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელი დააფინიშა [VIDEO]

UFC 282-ის მეინ ქარდი ქვემსუბუქი წონის ბრწყინვალე დაპირისპირებამ გახნა – ილია თოფურიამ საოცარი სანახაობა შემოგვთავაზა. ქართველმა უპირატესობა პირველივე რაუნდიდან მოიპოვა, დგომში, ხელების მძიმე დარტყმებმა მიტჩელს ჭიდაობა არაერთხელ აიძულა, თუმცა ამაოდ – ქართველმა ამერიკელის თითქმის ყველა ფეხში შესვლისგან დაიცვა თავი. მეორე რაუნდში, თოფურიას დარტყმები უფრო ზუსტი და ძლიერი იყო, რამაც ბრაისი დაანოკდაუნა, პარტერში აღმოჩენილი დაღლილი და დანოკდაუნებული მეტოქის დაფინიშება ილიას აღარ გაჭირვებია – მატადრომა მიტჩელი მხრის სამკუთხედით დააფინიშა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *