ილია თოფურიამ UFC-ს ვარსკვლავი გამოიწვია [VIDEO]

UFC 282-ზე, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიამ ბრაიან ორტეგა გამოიწვია. ოქტაგონის ინტერვიუში ქართველმა სატიტულო ორთაბრძოლაც მოითხოვა:

“მე მსურს სატიტულო ბრძოლა შემდეგში ან მომიყვანეთ T-City (ბრაიან ორტეგა) მადრიდში”

ბრაიან ორტეგა ქვესაშუალო წონის მესამე ნომერია. 31 წლის მებრძოლს კარიერაში 15 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. ბოლო ბრძოლა მან იაირ როდრიგეზის წინააღმდეგ, მხრის ტრავმის გამო დათმო. დანარჩენი ორი წაგება კი ორტეგამ სატიტულო ბრძოლებში განიცადა – ჯერ მაქს ჰოლოვეისთან, ხოლო შემდეგ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან.

ილიამ ბრძოლაზეც ისაუბრა:

“სანამ ოქტაგონზე შემოვიდოდი, ვიცოდი, რომ მასზე უკეთესი ვიყავი. გეგმა მასთან ბრძოლის დგომში წამართვა იყო, თუმცა ბრძოლისას შანსი მომეცა მისი პარტერში დაფინიშების და ასეც მოვიქეცი. ბრძოლამდე ვიცოდი, რომ მას პარტერში ვჯობდი და ახლა უკვე ეს ყველას დავანახე.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *