ილია თოფურიას ორიგინალური ხელთათმანები დაუმზადეს [VIDEO]

UFC-ს 24 წლის ამომავალ ვარსკლავს, ილია თოფურიას სპორტულმა სააგენტომ First Round Management-მა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა – კრივის ხელთათმანები, რომელთაგანაც ერთზე საქართველოს დროშაა გამოსახული, მეორეზე კი ესპანეთის.
მოგეხსენებათ, თოფურიას ცხოვრების დიდი ნაწილი ესპანეთში აქვს გატარებული, სწორედ იქ ჩამოყალიბდა იგი პროფესიონალ მებრძოლად. შესაბამისად ესპანეთი მისთვის მეორე სამშობლოა, ილიას ზედმეტსახელიც ესპანურ კულტურას უკავშირდება – ელ მატადორი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *