UFC 264-ზე რაიან ჰოლის წინააღმდეგ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას ორგანიზაციაში ზედიზედ მესამე, ხოლო კარიერაში მეთერთმეტე გამარჯვება დაუგროვდა.
ქართველმა მატადორმა ბრძოლის შემდეგ სასურველი მეტოქე გამოიწვია და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა: “ხართან მძიმე ბრძოლის შემდეგ, მატადორს დასვენების დრო არ აქვს. აქ კიდევ ერთი ხარია, რომელსაც საშობაოდ მოთვინიერება ჭირდება. კელვინ კატარ შობას გილოცავ.”
After the hard fought battle with the bull, The matador has no time to rest. There is another bull that needs ro be tamed for christmas @CalvinKattar merry christmas
— Ilia Topuria (@Topuriailia) July 11, 2021