ილია თოფურია სტუმრად არიელ ჰელვანის გადაცემაში “MMA-ს საათი” [VIDEO]

UFC 270 და შესაბამისად ილია თოფურიას ბრძოლა დღითი დღე ახლოვდება. 23 იანვარს, ქართველი მატადორი კანადელ ჩარლზ ჟოუდინის წინააღმდეგ UFC-ს მეოთხე ბრძოლას გამართავს. ბრძოლამდე კი ილიამ MMA-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გადაცემაში – “MMA-ს საათი” ვრცლად, სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. ილიას გარდა აღნიშნული გადაცემის სტუმრები იყვნენ ხორხე მასვიდალი და ტაირონ ვუდლი.

არიელ ჰელვანიმ ინტერვიუს დაწყებისას აღნიშნა, რომ უამრავი მაყურებელი ითხოვნდენ ილიას გადაცემაში მოწვევას. ასევე მან თოფურია წარადგინა როგორც ამომავალი ვარსკლავი და მომავალი ჩემპიონი.

ჰელვანის პირველი კითხვა, ბუნებრივია ილიას შემდეგ ბრძოლას და მოვსარის ბრძოლიდან ჩახსნას ეხებოდა, რაზეც თოფურიამ ვრცლად ისაუბრა:

“რა თქმა უნდა, მისი გამოთიშვით ნაწყენი ვიყავი. მან მე მითხრა, რომ ტილოსავით მოამწმენინებდა ოქტაგონს და ათასი სისულელე, თუმცა ახლა მე ლოს ანჯელესში ვარ, ის კი კაცმა არ იცის სად არის. ბრძოლამდე 3 კვირით ადრე მოიმიზეზა კოვიდი. კოვიდ ინფიცირება გასაგაბია, მაგრამ რატომ არ მოითხოვა რომ ბრძოლის კვირაშიც გატესტილიყო ხელმეორედ. მეც მქონდა კორონა ჩემი სადებიუტო ბრძოლის დროს, რომელსაც მოკლე დროში დავთანხმდი. 10 დღით ადრე ბრძოლამდე კორონა მქონდა, თუმცა როცა 5 დღის შემდეგ ხელახლა დავიტესტე, უკვე კოვიდ უარყოფითი ვიყავი და ბრძოლაც შევძელი. რაც შეეხება ჩემს ახალ მეტოქეს, ბევრი ამბობს რომ მისთვის ეს “მოკლე დროის” ბრძოლაა, თუმცა ჩემთვისაც იგივეა რადგან მთელი კემპის მანძილზე ვემზადებოდი მოჭიდავესთან შესახვედრად, ახლა კი სტრაიკერს უნდა შევხვდე. ბრძოლის გეგმის შეცვლა მომიწია, თუმცა დასასრული იგივე იქნება -პირველი რაუნდის ფინიში”

Leave a comment

Your email address will not be published.