ილია კოკაია გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტი  ილია კოკაია გარდაიცვალა. 65 წლის კოკაია მეგობართან ერთად მწვერვალ დედაენაზე იყო და ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა.

კოკაიამ ზესტაფონი 2004 წელს დააარსა. გუნდმა 2-ჯერ 2010-11 და 2011-12 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. იმერლები ევროპა ლიგაზე გასვლასთანაც ახლოს იყვნენ. გუნდმა 2011 წელს პლეი-ოფში ბიუგესთან ჯერ 3:3 ითამაშა, შემდეგ 0:2 დამარცხდა.

Leadersport.ge-ს რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *