“იმედი მაქვს შემდეგში მე შემებრძოლები” – დვალიშვილი ომალის იწვევს

UFC 269-ზე შონ ომალიმ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა ნოკაუტით. ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, ამერიკელს გამარჯვება თვითერზე მიულოცა და გამოიწვია:

“გილოცავ შონ, იმედი ამქვს შემდეგში მე შემებრძოლები”.

გასულ წელს, აქტიურად იწვევდა მერაბი ომალის, თუმცა ამერიკელი ამ ბრძოლით არ ინტერესდებოდა, რადგან სტილსიტიკურად მერაბი საკმაოდ უხერხული მეტოქე იყო მისთვის. აქტიური გამოწვევების შემდეგ, ომალი ჩიტო ვერასთან დამარცხდა, მერაბი კი სარეიტინგო გამარჯვებებით წინ მიწიევდა TOP 15-ში, შესაბამისად ომალისთან ბრძოლის ინტერესიც დაიკარგა. მიუხედავად ამისა, დღეს უმსუბუქესი წონის მე-6 პოზიციაზე მყოფმა დვალიშვილმა, TOP 15-ის მიღმა მყოფი ომალი გამოიწვია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *