ბელგიის გენტი რიგაშია და რფს-თან კონფერენს ლიგის მატჩისთვის ემზადება. გუნდთან ერთადაა გიორგი ჩაკვეტაძეც. ქართველ ნახევარმცველს ოფიციალური მატჩი ბოლოს შარშან ნოემბერში აქვს ნათამაშევი, მას მერე კი ტრავმა, რამდენიმე ამხანაგური, გენტის დუბლებში თამაში, მერე ისევ ტრავმა…
გენტის მწვრთნელმა ვანჰაზებრუკმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩაკვეტაძის თამაშს ერიდებოდა. შემდეგ თქვა, რომ ქართველი ბოლომდე ტონუსში არ იყო და ვერ რისკავდა…
მოკლედ, გიორგი გუნდთან ერთადაა და არაა გამორიცხული, თამაში მოუწიოს.
გენტმა შინ 2:2 ითამაშა რფს-თან და ვნახოთ, გავა თუ არა მომდევნო ეტაპზე.