იმობილემ გაგვართო… (+video)

ჩირო იმობილემ პატარა მასკარადი მოაწყო იტალია-ბელგიის მატჩის დროს. პირველი გოლის მომენტში, სანამ ნიკოლო ბარელა მაგარ ბურთს გაიტანდა, წაიქცა, ეგებ პენალტი დანიშნონო… ხოლო როცა ბარელამ გაიტანა, უცებ წამოხტა და იზეიმა.

იტალიამ მოიგო, მაგრამ იმობილეს ვერ ჰქონდა კარგი თამაში. ეტყობა გერმანული ჰაერი მასზე ცუდად მოქმედებს (ეს ნახევრადხუმრობით) – გვახსოვს დორტმუნდში, საშინლად თამაშობდა, არადა რა დიდი იმედებით იყიდეს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *