ლაციოს შემტევმა, ჩირო იმობილემ იმ კრიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ნაკრებში მის თამაშს უკავშირდება
“როდესაც მინდორზე იტალიის მაისურით გადიხარ, კრიტიკა ჩვეულებრივი მოვლენაა. ლაციოსთვის და აძურისთვის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები.
არ უარვყოფ, რომ სირთულეები არის, ნაკრებში ისეთივე სტატისტიკა არ მაქვს, როგორც ბიანკოჩელესტეში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი კრიტერიუმი არ შეიძლება გვქონდეს. ნაკრებში წელიწადში 7-8 შეხვედრას ვატარებთ და ამდენივე გოლის გატანა მინდა.
ხანდახან რთულია, რომ ნაკრების სხვა წევრებისგან განსხვავებულად მეპყრობიან, თითქოს ევროპის ჩემპიონი ნაკრების წევრი არ ვყოფილიყავი. ვიცი, მეტი უნდა გავიტანო, მაგრამ სანამ გუნდი იგებს, ბედნიერი ვარ.
მხარდაჭერა მჭირდება, მინდა ვიგრძნო, რომ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ. სექტემბერში მანჩინიმ მითხრა: “გახსოვდეს, ევროპის ჩემპიონი ხარ დასამტკიცებელი არაფერი გაქვს,”” – თქვა ჩირომ